
რუსული რობოტი სამხრეთ კორეული აღმოჩნდა
17/05/2019 09:29:45 სხვა, მითები და რეალობა
23 აპრილს საინფორმაციო სააგენტომ РИА Новости ტვიტერზე გაავრცელა ვიდეო სათაურით “რუსული სამხედრო რობოტები პუტინის წინაშე მოთელვას აკეთებენ”.
EU vs Disinfo გვიყვება, რომ სუვოროვის სამხედრო სასწავლებელში ვლადიმირ პუტინის სტუმრობისას ერთ-ერთმა პატარა მოსწავლემ პრეზიდენტს “საკუთარი გამოგონება” წარუდგინა.
Российские военные роботы показали разминку перед Путиным pic.twitter.com/YkdRVzQkXZ
— Кремлевский пул РИА (@Kremlinpool_RIA) April 23, 2019
სინამდვილეში რობოტი სუვოროვის სასწავლებელში არ შეუქმნიათ და საერთოდაც, რუსული არ არის.
დამოუკიდებელი საინფორმაციო პორტალის Znak.com-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სოციალური მედიის მომხმარებლებმა პუტინისთვის წარდგენილ “რუსულ” რობოტში მარტივად ამოიცნეს სამხრეთ კორეული კონსტრუქტორი Robotis Biolid, რომელიც უკვე 7 წელია eBay-ზე 1100 აშშ დოლარად, ხოლო Amazon-ზე 1199.90 აშშ დოლარად იყიდება. რობოტის შეფუთვაზე წარწერაა - “Made in S. Korea” (დამზადებულია სამხრეთ კორეაში).
წყარო: mythdetector.ge
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021