ჰარცელი განმარტავს, რატომ არ დაესწრო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენებს პარლამენტში

25-11-2021 12:08:15 პოლიტიკა

საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, იგი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენებზე პარლამენტში მიიწვიეს, თუმცა მან უარი განაცხადა, რადგან მიიჩნევს, რომ ეს პროცესი 19 აპრილის შეთანხმებას არ შეესაბამება.

"არის ხარვეზები კანონმდებლობასთან დაკავშირებით, რომელიც არ შეესაბამება სრულად ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს. ჩვენ ასევე ვნახეთ ოდირის შეფასება მოსამართლეების წარდგენის პროცესთან დაკავშირებით. ასე რომ, ჩვენ დავრჩებით ამ პოზიციაზე, ჩვენ კვლავ ვფიქრობთ, რომ ამ პროცესში უნდა გადაიხედოს პროცედურა შემდგომი ქმედებების განხორციელებამდე. ამჟამად სიტუაციის განსჯა და შემდეგ შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა საქართველოს პალამენტისა და თავად პარლამენტის წევრების ხელთაა“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

დღეს ურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ორ კანდიდატს – გენადი მაკარიძესა და თამარ ოქროპირიძეს უსმენენ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები