Accentnews.ge
მარეგულირებელმა კომისიამ "მთავარი არხი" 111 000 ლარით დააჯარიმა

მარეგულირებელმა კომისიამ "მთავარი არხი" 111 000 ლარით დააჯარიმა

25/11/2021 12:50:46 საზოგადოება

მარეგულირებელმა კომისიამ "მთავარი არხი" 111 000 ლარით დააჯარიმა.

ტელეკომპანიის იურისტის თამთა მურადაშვილის განცხადებით, კომისიამ ყველაზე დიდი ჯარიმა გამოიყენა, რაც კი ოდესმე მაუწყებლებისთვის დაუწესებიათ.

მანამდე, აქტივისტის ნოდარ რუხაძე იუწყებოდა, რომ სადავო საკითხია ვიდეორგოლი, რომელშიც "ქართული ოცნების" წევრების გამოსახულებით იქმნება რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის პორტრეტი. ვიდეორგოლი მოძრაობა "სირცხვილიამ" განათავსა "მთავარი არხის" საეთერო ბადეში.

როგორც "სირცხვილიაში" განმარტავენ, ხსენებული ვიდეორგოლით ისინი ქვეყნის შეცვლილ საგარეო კურსს და პრორუსულ პოლიტიკას აპროტესტებენ.

"მთავარი არხის" სანქცირების მცდელობა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია; ჩვენ ვხედავთ ცენზურის დაკანონებისა და ზოგადად, კრიტიკული აზრის შეზღუდვის მორიგი მცდელობას. ანუ იმას, რასაც ვიდეორგოლით ვაპროტესტებთ. სხდომა ერთ საათში დაიწყება", - აცხადებდა ნოდარ რუხაძე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S