Accentnews.ge
ექიმი ელენე გიორგაძე – მიხეილ სააკაშვილზე: "დინამიკა გვაქვს დადებითი"

ექიმი ელენე გიორგაძე – მიხეილ სააკაშვილზე: "დინამიკა გვაქვს დადებითი"

25/11/2021 14:51:46 პოლიტიკა, საზოგადოება

სახელმწიფო კონსილიუმის წევრი ექიმის, ენდოკრინოლოგ ელენე გიორგაძის განცხადებით, ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის კუთხით ვითარება დადებითია.

"დინამიკა გვაქვს დადებითი. ძალიან კარგი ამბავია, რომ საერთო ცილა არის 61. ანუ ნორმის ფარგლებშია. ალბუმინი არის 35, რაც ნიშნავს, რომ ზოგიერთი მაჩვენებელი უკვე ნორმაში მოდის. ყოველ დღეს ჩვენს გარდა, დამატებით რაც სჭირდება იმის მიხედვით, ვიძახებთ ექიმებს. დღეს გასინჯული იყო თვალის ექიმის მიერ. გვითხრა ექიმმა, რომ მას მკურნალობა ამ მიმართულებით არ ესაჭიროება. ამასთან, კალორაჟიც გაფართოვდა და რაციონიც. ნელნელა შემოდის სხვადასხვა პროდუქტები მის კვებაში, მადლობა ღმერთს, მისი ორგანიზმი გვაძლევს ამის საშუალებას და მივდივართ მშვიდად. არანაირი გართულებები კვებასთან დაკავშირებუი არ გვაქვს. კრიტიკული პერიოდი გავლილია. ამჟამად კვების გაფართოების რეჟიმია. დადებითია ვითარება", – განაცხადა ელენე გიორგაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S