Accentnews.ge
კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „იმედი“ და „სტუდია მაესტრო“ დააჯარიმა

კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „იმედი“ და „სტუდია მაესტრო“ დააჯარიმა

25/11/2021 17:47:58 საზოგადოება

კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „იმედი“ და „სტუდია მაესტრო“ 2500-2500 ლარით დააჯარიმა. დაჯარიმების მიზეზი გახდა წინასაარჩევნოდ დებატების განუთავსებლობა. „ტელეკომპანია ქართულ არხს“ კი კომისიამ გაფრთხილება მისცა.

კომუნიკაციების კომისიის ცნობით, „ტელეიმედმა“ და „სტუდია მაესტრომ“ 2021 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, წინასაარჩევნო დებატები ეთერში არ განათავსეს, ხოლო „ტელეკომპანია ქართული არხის“ ეთერში დებატებთან ერთად, არც პოლიტიკური გადაცემები გასულა, რითაც საქართველოს კანონმდებლობა დაარღვიეს.

როგორც კომისია განმარტავს, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, საერთო მაუწყებელი ვალდებულია საარჩევნო კამპანიის დროს გადასცეს წინასაარჩევნო დებატები და არადისკრიმინაციულად უზრუნველყოს ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის თანაბარი მონაწილეობა წინასაარჩევნო დებატებში, რათა მოხდეს მაყურებლის ინფორმირება. „ტელეიმედი“ და „სტუდია მაესტრო“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ამ კანონდარღვევისთვის უკვე გაფრთხილებული იყვნენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S