ისრაელი კორონავირუსის ახალი შტამის გამო შვიდ ქვეყანასთან მიმოსვლას ზღუდავს

26-11-2021 10:09:53 მსოფლიო

ისრაელმა კორონავირუსის ახალი ვარიანტის გამო საკუთარი მოქალაქეებისთვის სამხრეთ აფრიკის რეგიონის შვიდ ქვეყანაში გამგზავრება, უცხო ქვეყნების მოქალაქეებისთვის კი, ამ ქვეყნებიდან ისრაელში შესვლა აკრძალა.

ისრაელმა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ლესოტო, ბოტსვანა, ზიმბაბვე, მოზამბიკი, ნამიბია და ესვატინი ე.წ. „წითელ სიაში შეიყვანა“.

ამ ქვეყნებიდან სამშობლოში დაბრუნებულ ისრაელის მოქალაქეებს სასტუმროში 7-14-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ.

ცნობისთვის: მეცნიერები Covid–19–ის ახალ შტამზე (B.1.1.529 ) იუწყებიან, რომელიც 32 მუტაციას შეიცავს. კორონავირუსის ახალი ვარიანტის გამო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 26 ნოემბერს საგანგებო სხდომა მოიწვია.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები