
თბილისი და 3 რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა
26/11/2021 06:49:28 საზოგადოება
საქართველოში კოვიდ–ინფიცირების და ლეტალობის მაჩვენებელი კვლავ მაღალია. ბოლო 24 საათში ქვეყანაში კოვიდ–ინფიცირების 4 534 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 74 ადამიანი.
დღე–ღამის განმავლობაში დაავადებისგან 3 742 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
გუშინ საქართველოში 51 756 ტესტი ჩატარდა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 534 ახალი შემთხვევიდან:
- თბილისში გამოვლენილია 1 811 შემთხვევა,
- აჭარა - 176,
- იმერეთი - 829,
- ქვემო ქართლი - 265,
- შიდა ქართლი - 370,
- გურია - 143,
- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 356,
- კახეთი - 267,
- მცხეთა-მთიანეთი - 140,
- სამცხე-ჯავახეთი - 138,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 36.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 47 111 საიდანაც: 6 574 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 595, აჭარაში - 530, იმერეთში - 1 407. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 660 პირი, მათ შორის, თბილისში - 657, აჭარაში - 127, იმერეთში - 500. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 379 პირი, მათგან თბილისში - 210, აჭარაში - 43, იმერეთში - 40.
1 166 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 722- თბილისში, 256 - აჭარაში. 39 371 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 58 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 58, ხოლო აჭარაში - 0. სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 25 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 293 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 42 781 ადამიანი.