Accentnews.ge
გორის მერი გუგუტიაანთკარში გონიოში დასვენების შემდეგ ჩავა

გორის მერი გუგუტიაანთკარში გონიოში დასვენების შემდეგ ჩავა

16/08/2019 08:46:43 კონფლიქტები, პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი გუგუტიაანთკარში შვებულების დასრულების შემდეგ ჩავა. ამის შესახებ qartli.ge-ს კონსტანტინე თავზარაშვილმა თავად განუცხადა.

მისი თქმით, მიდმინარე პროცესების შესახებ საქმის კურსშია თუმცა, ადგილზე არსებულ ვითარებას პირადად გორში დაბრუნების შემდეგ გაეცნობა.

"ჩემი მოადგილე ყოველდღე ადგილზეა და მიმიდინარე მოვლენების შესახებ საქმის კურსში ვარ. კვირას მეწურება შვებულება და რომ ჩამოვალ შევხედავ, რა სიტუაცია იქნება და მეც ჩავალ გუგუტიაანთკარში,“-განუცხადა გამოცემას თავზარაშვილმა.

ცნობისთვის, გორის მერი შვებულებას აჭარის რეგიონში, გონიოში ატარებს.

გუგუტიაანთკარში საოკუპაციო ძალები გასულ კვირას გამოჩნდნენ და ახალი ხელოვნური ბარიერების მშენებლობა დაიწყეს. ე.წ. საზღვრის მიღმა ორი სახლი და მიწის ნაკვეთები აღმოჩნდა. მათ სახლების დასაცლელად სამდღიანი ვადა მისცეს. 

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S