სააკაშვილის ექიმი: "მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ემზადება სასამართლოსთვის"

27-11-2021 22:07:39 საზოგადოება

მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი ნინო გოგორიშვილი სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში მონახულების შემდეგ ამბბოს, რომ ამ დროისთვის მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის ემზადება სასამართლოზე დასასწრებად.

ექიმის თქმით, მიხეილ სააკაშვილი ენდოკრინოლოგებთან შეთანხმებულ მენიუს იღებს და მიმდინარეობს ძალების აღდგენა.

"დღეისთვის პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, აღენიშნება მცირე სისუსტე, ლაბორატორიული ანალიზები ნორმის ფარგლებშია, კვების რაციონი არის გაფართოებული და იკვებება თითქმის უკვე სრული მენიუთი, შედგენილია მენიუ ენდოკრინოლოგთან შეთანხმებით, ძალის აღდგენა მიდის, დაეწყო უკვე ფიზიკური გააქტიურება და ბატონი მიხეილი ემზადება სასამართლოსთვის. მე შემიძლია ვთქვა, რომ დღეისთვის მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, სასამართლო დღეს არ არის. ვფიქრობ იქნება [მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ისეთი, რომ შეძლოს სასამართლო პროცესს დაესწროს]"-ამბობს მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი ნინო გოგორიშვილი

დღეს მიხეილ სააკაშვილი ცენტრ ემპათიას დირექტორმა მარიამ ჯიშკარიანმაც მოინახულა, რომელმაც თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილს, საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელს არ შეუშლის დაესწროს სასამართლო პროცესს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები