მაშველებმა ტყიბულში, მიწის მასაში მოყოლილი მეორე პირი გარდაცვლილი იპოვეს

27-11-2021 22:11:09 საზოგადოება ,სამართალი

მაშველებმა ტყიბულში მიწის მასაში მოყოლილი მეორე პირი, რომლის სამძებრო სამუშაოებიც ამ დრომდე გრძელდებოდა, გარდაცვლილი იპოვეს.

შემთხვევა ტყიბულში დღეს, დღის მეორე ნახევარში მოხდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, ერთ-ერთ შახტაში კარიერის გამაგრებითი სამუშაოების მიმდინარეობისას მიწის მასა ჩამოიშალა, რა დროსაც, შახტაში, სავარაუდოდ იმყოფებოდა ორი მოქალაქე.

ერთი პირი მაშველებმა რამდენიმე საათის წინ ამოიყვანეს, შუახნის კაცი კონტაქტური იყო და ის სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა პროფკავშირების გაერთიანებამ. მათი განცხადებით, ქვანახშირის ფენა კურსტარულად მოწყობილ კერძო შახტში ჩამოიშალა და ორი მესახტე მოიყოლა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები