საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის ჩემპიონი გახდა

27-11-2021 21:26:53 საზოგადოება

რუსეთის ქალაქ უფაში, ძიუდოში ევროპის გუნდური ჩემპიონატი საქართველოს ნაკრების წარმატებით დაასრულა: მამაკაცთა და ქალთა შერეულ გუნდურ დაპირისპირებაში მსგავსი რანგის შეჯიბრებაზე ქართველი ძიუდოისტები პირველად გახდნენ ჩემპიონები.

საქართველოს ნაკრებმა “ოქროს გზაზე” ოთხ მეტოქეს აჯობა. პირველ წრეში ავსტრიას მოუგო, ანგარიშით 4:0, შემდეგ საფრანგეთისა და თურქეთის ნაკრებები დაამარცხა, ორივე 4:2. ფინალში კი, დაძაბულ ბრძოლაში 4:3 სძლია ნიდერლანდებს. გადამწყვეტი, მეშვიდე შეხვედრა მძიმეწონოსანმა საბა ინანეიშვილმა მოიგო.

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე შემდეგი შემადგენლობით გამოვიდა: ალეკო მამიაშვილი, ფრიდონ გიგანი (ორივე 73 კგ), ბექა ღვინიაშვილი, ლუკა მაისურაძე (ორივე 90 კგ), გელა ზაალიშვილი, საბა ინანეიშვილი (ორივე +90 კგ), ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ), მარიამ ჭანტურია, ნინო გულბანი (ორივე 70 კგ) და სოფიო სომხიშვილი (+70 კგ).

ახალი ამბები

სხვა სიახლეები