
სასამართლოსთან ვითარება დაიძაბა, არიან დაშავებულები
29/11/2021 07:36:20 საზოგადოება
თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე ვითარება დაიძაბა. შეხლა–შემოხლის დროს რამდენიმე ადამიანი გახდა შეუძლოდ, მათ შორის არიან ჟურნალისტები. ისინი მიმდებარე ტერიტორიიდან გაიყვანეს. პოლიციამ გაზარდა დისტანცია სასამართლოს შესასვლელსა და აქციის მონაწილეებს შორის.
"როგორც ჩანს, პოლიცია პროვოკაციას ამზადებს აქციის მონაწილეებს შორის. უბრალოდ ვიდექით და წამოვიდნენ პროვოკაციაზე, შემდეგ სითხის გაშვება დაიწყეს. პირდაპირ თვალებში შეასხეს. რამდენიმე ადამიანი გაიყვანეს. ცდილობენ ძალის დემონსტრირებას, რომ ისევ დაპირისპირება იყოს“,– განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა.
აქციის მონაწილეებმა გზის სავალ ნაწილზე გადაინაცვლეს და ამ დროისთვის აღმაშენებლის ხეივანი პარალიზებულია.
დაპირისპირებას წინ უძოდა დაცვის პოლიციის ჯიხურის სახურავიდან აქტივისტების და ჟურნალისტების იძულებითი წესით ჩამოყვანა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ექს–პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პროცესი იმართება, რომელსაც სააკაშვილის დაესწრება. სასამართლოსთან ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.