Accentnews.ge
სახელმწიფო დეპარტამენტი: "აშშ მხარს უჭერს საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას"

სახელმწიფო დეპარტამენტი: "აშშ მხარს უჭერს საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას"

29/11/2021 15:41:35 საგარეო პოლიტიკა

ამერიკის შეერთებული შტატები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მხარს უჭერს საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას,– ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ რიგაში დაგეგმილი ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის წინ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

„აშშ-ი განაგრძობს 2008 წელს ნატო-ს ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების მხარდაჭერას, რომლის მიხედვითაც საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატო-ს წევრები. ამ ქვეყნების წლიური ეროვნული პროგრამა ასახავს მათი ნატო-სკენ მიმავალი გზის დეტალებს. საქართველოც და უკრაინაც უკვე არიან ძლიერი შესაძლებლობების პარტნიორები, რაც აძლიერებს მათი ოპერაციული თავსებადობისა და ტრენინგების შესაძლებლობებს ნატო-ს მოკავშირეებთან“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციაში.

ამავე ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ნატო-ს ლიდერები ალიანსის ღია კარის პოლიტიკის ერთგულებას ინარჩუნებენ.

„ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა უზრუნველყოფს გზას წევრობისკენ ნებისმიერი ევროპული ქვეყნისთვის, რომელიც იზიარებს ჩვენს ღირებულებებს, აკმაყოფილებს საჭირო ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობებს. ჩვენ ამ პოლიტიკის ერთგულებას დავადასტურებთ ნატო-ს სამიტზე ივნისში“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

რიგაში ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალი 30 ნოემბერს გაიმართება. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანიც.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S