
PHR-მა კოვიდ-გადატანილებისთვის უვადო ე.წ. მწვანე სტატუსის მინიჭება სასამართლოში გაასაჩივრა
30/11/2021 16:32:09 სამართალი, საზოგადოება
"პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" (PHR) კოვიდ-გადატანილებისთვის უვადო "მწვანე სტატუსის" მინიჭებას სასამართლოში ასაჩივრებს.
ორგანიზაციის უფლებადამცველები ანა არგანაშვილი და ანა აბაშიძე ითხოვენ, რომ სასამართლომ დაავალდებულოს მთავრობა, წარმოადგინონ სამეცნიერო არგუმენტაცია კოვიდგადატანილებისთვის მწვანე პასპორტის უვადოდ გაცემასთან დაკავშირებით.
იმ შემთხვევაში, თუ სასამართლომ მათი საჩივარი არ დააკმაყოფილა, “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით კოვიდ-გადატანილ მოქალაქეებს ე.წ. მწვანე სტატუსი არა ვირუსის დადასტურებიდან 6 თვის განმავლობაში, არამედ მუდმივად ექნებათ.