Accentnews.ge
თბილისი-ბაქო: ღირს თუ არა ვითარების დრამატიზება?

თბილისი-ბაქო: ღირს თუ არა ვითარების დრამატიზება?

26/02/2019 14:33:15 კავკასია

ქართულაზერბაიჯანული ურთიერთობების თემამ ბოლოპერიოდში მოულოდნელად გარკვეული სიმწვავეშეიძინა.  ტრადიციულად თბილკეთილმეზობლურ, ურთიერთნდობასა და სტრატეგიულ პარტნიორობაზე დაფუძნებულ კავშირებს მართალია, მცირე, მაგრამ მაინც ჩრდილი მიაყენა რამდენიმემოვლენამ, რომელიც ბოლო პერიოდში ერთმანეთის მიყოლებით მოხდა. მიმდინარე მოვლენებზე დაიმაზერამდენად სერიოზულად უნდა აღვიქვათ ისრაც ხდებაპირველ რეგიონულ ტელეპროექტდიდი თამაშის“ ავტორი და წამყვანიპოლიტიკური მიმომხილველი გელა ვასაძე აზერბაიჯანელ პოტოლოგ ზაურ მამედოვს ესაუბრა.

 

«აქცენტი» ამ ინტერვიუს ქართულ თარგმანს გთავაზობთ:

როგორ შეფასებდით საქართველო–აზერბაიჯანის ამჟამინდელ ურთიერთობებს? ბოლო პერიოდშიმათში თითქოს რაღაც უარყოფითი ხდება...

თემა მართალაც აქტუალურია. საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ტრადიციულად თბილ, კეთილმეზობლურ, ურთიერთნდობაზე დაფუძნებულ ურთიერთობებში, რომელიც ძალზედ სასიხარული იყო ჩვენთვის და განსაცვიფრებელიც კი ბევრი სხვა ქვეყნისთვის, ბოლო პერიოდში მართლაც გაჩნდა გარკვეული ნიუანსები. თუმცა ჩემი შეფასებით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ახლაც აღმასვლითვითარდება და სტრატეგიულ პარტნიორობას ეყრდნობა,რადგან საერთაშორისო ურთიერთობებში სახელმწიფოებს შორის მთავარი ფაქტორი გეოპოლიტიკური ნიუანსები, ქვეყნების გეოპოლიტიკური ინტერესებია, ხოლო ბაქოსა და თბილისის როგორც გეოპოლიტიკური, ისე გეოეკონომიკური ურთიერთობები ერთმანეთს ემთხვევა. ამდენად, კარგად გვესმის, რომ ვინც რა არ უნდა მოინდომოს, რაც არ უნდა მოხდეს, აზერბაიჯანი და საქართველო ერთად უნდა იყვნენ.

გეთანხმებით, მაგრამ რომ გადავხედოთ აზერბაიჯანული მედიის რეაქციას ბოლოდროინდელ ფაქტებზე, პირადად მე ის გადამეტებულად მეჩვენა...

შესაძლოა, გარკვეულწილად მართალს ბრძანებდეთ. დაგიდასტურებთ, რომ ბოლოდროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით აზერბაიჯანულ საზოგადოებაშიც და მედიაშიც საკმაოდ დიდი მღელვარება გამოიწვია ქართულ მიწაზე აზერბაიჯანელი ხალხის მტრის – მიხეილ ავაკიანის ძეგლის დადგმამ. ის ხომ კულტურის მოღვაწე არ ყოფილა, რომელიც საქართველოში ცხოვრობდა, ს იყო ადამიანი, რომსაც უდანაშაულო აზერბაიჯანელების სისხლში ჰქონდა გასვრილი ხელი, უშუალო მონაწილეობა ჰქონდა მიღებული არა მარტო აზერბაიჯანის, არამედ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაშიც... აზერბაიჯანიც და საქართველოც ხომ სეპარატიზმით ზარალდებიან და ამ ფონზე ამ ადამიანს ძეგლს უდგამენ ახალქალაქში, რომელიც, როგორც სომხები აცხადებენ, ე.წ. დიდი სომხეთის ტერიტორიის ნაწილია... ჩემთვის გაუგებარია, როგორ დაუშვა მსგავსი რამ საქართველოს ხელისუფლებამ?!

შემიძლია, გავიხსენო სხვა სიტუაციებიც, მაგალითად, წარსულში თბილისში სომხური თემის ზეწოლის შედეგად აზერბაიჯანელი გმირის მემორიალური დაფის დემონტაჟი, მანამდე კი სომხური თემის წარმომადგენლების მიერ მისი წაბილწვა.... გამოდის, რომ საქართველოში სომხური დიასპორა წყვეტს, ვის შეიძლება, ედგას ძეგლი, ვის – არა? მსგავსი ფაქტები, რა თქმა უნდა, ორმხრივ ურთიერთობებს ზიანს აყენებს.

მინდა, აქვე დავაზუსტო, რომ მიხეილ ავაკიანს აფხაზეთში არ უბრძოლია, ის იქ მილიციაშიმსახურობდა საკმაოდ ადრე –საბჭოთა პერიოდი... თუმცა ეხლა სხვა რამ მინდა, გკითხოთ: გამოსავალს რაში ხედავთ? ხომ არ ფიქრობთ, რომ დადგა დრო, დაძაბულობის ტემპერატურის დაწევაზე ვიზრუნოთ?

თუ ძეგლის საკითხზე ვისაუბრებთ, ვფიქრობ, უნდა განახორციელონ მისი დემონტაჟი - უბრალოდ იმიტომ, რომ ეს აზერბაიჯანის მიმართ უშნო საქციელია. აზერბაიჯანში ქართველების მიმართ მსგავსი ნაბიჯი არასოდეს გადადგმულა და ეხლაც არავინ ფიქრობს მსგავსი რამის გაკეთებას, ვიცით რა, რომ ეს ქართველ ხალხს არ მოეწონება. მინდა ასევე, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ აზერბაიჯანული დიასპორასაქართველოში ყოველთვის ისე იქცეოდა, როგორც საქართველოს ჭეშმარიტი პატრიოტები, ყოველთვის დიდ პატივს სცემდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სახელმწიფოებრიობას, ზოგიერთი სხვა ეთნიკური ჯგუფებისგან განსხვავებით...

ამ ფონზე, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა მსგავსი ფაქტების ხილვა და დარწმუნებული ვარ, ეს ფაქტები შემთხვევითობა არ არის.

მინდა ასევე, გავიხსენო, რომ 28 იანვარს საქართველოში სომხეთის საელჩომ ოფიციალური მიღება გამართა(როგორც განმარტეს, ეს მიღება ყოველწლიურ ხასიათს ატარებდა), რომელსაც საქართველოს თავდაცვის მინისტრიც დაესწრო დარომელიც საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ იყო ორგანიზებული. ამ მიღებას ესწრებოდნენ ის სომეხი სამხედროებიც, რომლებსაც თავის დროზე სახედრო ჯილდოები, მათ შორის, ყარაბაღის ომში მონაწილეობისთვისაც აქვთ მიღებული... ეს ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ჩვენს ურთიერთობებში რაღაც ისე არ მიდის, როგორც საჭიროა. ვფიქრობ, ეს ბოლოდროინდელი პროცესები საქართველოში მყოფი გარკვეული ჯგუფების მიერ არის ინიცირებული, რომელთა ქმედებები არ პასუხობს ორი ქვეყნის ინტერესებს.

დაგეთანხმებით, რომ ჩვენ, მათ შორის საექსპერტო წრეების წარმომადგენლებმა უნდა შევარბილოთ მახვილი კუთხეები და ერთგვარი «რბილი ძალის» როლი შევასრულოთ, ყველაფერი გავაკეთოთ, რომ მხარეებს შორის როგორც ოფიციალურ, ისე მედიის, საზოგადოების დონეზე არ გაჩნდეს სერიუზული პრობლემები, მით უფრო, როცა მშვენივრად გვესმის, რაც ხდება: ეს არ ხდება სპონტანურად, მოულოდნელად... ყველანაირად უნდა ვეცადოთ, ამ პროცესებმა რაც შეიძლება, ნაკლეად დააზიანოს ორმხრივი ურთიერთობები და ზოგადადაც, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის ერთობლივად უნდა ვიზრუნოთ.

სხვათა შორის, მინდა გავიხსენო, რომ როგორც კი ცოტა ხნის წინ სომხეთ–აზერბაიჯანის ურთიერთობების მოგვარების მიმართულებით მცირე პოზიტივი გაჩნდა, მაშინვე მოხდა დაძაბულობის გამწვავება. როგორ ფიქრობთ, ეს დამთვევაა?

საინტერესო თემაა. ჩემი აზრით, საქართველოს, აზერბაჯანსა და სომხეთს, რაღა თქმა უნდა, სურთ ერთმანეთში კეთილმეზობლური ურთიერთობები და დაახლოება, თუმცა არსებობენ გარკვეული ძალები(ქვეყნების როგორც შიგნით, ისე გარეთ), რომლებიც ჩვენს სახელმწიფოებს გარკვეული კონფლიქტებისკენ უბიძგებენ. მაგალითად, ბოლო პერიოდის განმავლობაში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის დადებითი შეხვედრები გაიმართა და პირველად ამ ხნის განმავლობაში, მხარეებმა ერთიანი, შეჯერებლი შემაჯამებელი განცხადება გაკეთეს ეუთო-ს წარმომადგენლების თანდასწრებით... და აი, უცებ სომხურ მედიაში, მის იმ ნაწილში, რომელიც ქვეყნის ყოფილ ხელისუფლებას ექვემდებარება, დაიწყო ზეწოლა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრზე, ასევე პრემიერ ფაშინიანზე, თითქოს „აზერბაიჯანი ძალიან მშვიდად იქცევა, სომხეთის წარმომადგენლები კი რაღაცას მალავენ, რაც საეჭვოა“... ამგვარად, სახეზეა გარკვეული პრესინგი და ამას ვხედავთ როგორც სომხეთში, ისე საქართველოში და ეს ჩვენი ქვეყნის ურთიერთობებს ზიანს აყენებს.

გელა ვასაძე: დასვნი სახით შემიძლია, ვთქვა, რომ როდესაც ვითარება იძაბება, მხარეებს შორის შეიძლება, გაჩნდეს წყენები იქ, სადაც ისინი თითქოს არ უნდა წარმოიშობოდეს. ამის მაგალითად მიმაჩნია ჩვენი სტუმრის მიერ ნახსენები მიღება სომხეთის საელჩოში: ეს იყო რიგითი დიპლომატიური მიღება, აბსოლუტურად ისეთივე, როგორიც, მაგალითად, რაიმე ღონისძიება აზერბაიჯანში რუსეთის საელჩოში, რომელსაც ასევე შესაძლებელია, დაესწრონ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ნაომარი რუსი სამხედრო პირები...

შესაძლოა, ამ რეალობებთან შეგუება რთული იყოს, თუმცა რას ვიზამთ? მთლიანობაში არ შეიძლება, ზაურს არ დავეთანხმოთ: საექსპეტო საზოგადოებების მისია შეხების წერტილებისა და რთული სიტუაციებიდან გამოსავლის პოვნაშია და არა კრიზისების გაღმავებაში.

შეჯამების სახით ვიტყვი შემდეგ: მსგავს ისტორიებს, როგორც წესი, გაგრძელება მოჰყვება როგორც საინფორმაციო ველში, ისე პოლიტიკურში. სულ ახლახანს რუსთაველის გამზირზე გაიმართა საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანლების აქცია, რომლის მონაწილეები მიხეილ ავაკიანის ძეგლის დემონტაჟს მოითხოვდნენ. აღსანიშნავია, რომ აქციაში ქართველი საზოგადოების წარმომადგენლებმაც მიიღეს მონაწილეობა.

როგორ ავიცილოთ დაპირისპირება შიგნით – მე არ ვიცი, მაგრამ, ის რომ ეს «ქეისი» ყველა მხარემ გულდასმით უნდა შეისწავლოს საომავლოდ მსგავსი ექსცესების თავიდან ასაცილებლად, ვფიქრობ, ნათელია.

ისე კი, რა თქმა უნდა, სიტუაციის დრამატიზება არ ღირს. ერთმანეთს ხომ ვერსად გავექცევით?!

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S