Accentnews.ge
აფხაზური ოპოზიცია ასლან ბჟანიას რუსეთთან ინტეგრაციის შესახებ განცხადების გამო სისხლის სამართლის პასუხისგებით ემუქრება

აფხაზური ოპოზიცია ასლან ბჟანიას რუსეთთან ინტეგრაციის შესახებ განცხადების გამო სისხლის სამართლის პასუხისგებით ემუქრება

02/12/2021 12:43:24 კონფლიქტები

აფხაზური ოპოზიცია დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას რუსეთთან ინტეგრაციის შესახებ განცხადების გამო სისხლის სამართლის პასუხისგებით ემუქრება. "ვეტერანთა გაერთიანებული საბჭოს" შემდეგ დღეს შესაბამისი განცხადება გაავრცელა ოპოზიციურმა "აფხაზეთის სახალხო-პატრიოტულმა კავშირმაც".

იხილეთ ასევე: «უბრძოლველად არ ჩავბარდებით!» - როგორ ხვდებიან აფხაზები ასლან ბჟანიას გადაწყვეტილებას, «სუვერენიტეტი რუსეთს გაუნაწილოს»

ოპოზიცია აფრთხილებს ბჟანიას, თავი შეიკავოს "გაუაზრებელი განცხადებებისგან, რომლებიც ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას, საერთაშორისო შეთანხმებებს და პირდაპირი საფრთხის შემცველია აფხაზეთის დამოუკიდებლობისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური სტაბილურობისთვის".

«ჩვენი სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკური ვექტორის შეცვლის მსგავს უპასუხისმგებლო მცდელობებს, ომლებიც საფრთხის ქვეშ აყენებს ჩვენს სუვერენიტეტს, პირველად არ ვხედავთ. 2020 წლის 4 დეკემბერს პრეზიდენტმა ბჟანიამ დაამტკიცა ახალი საგარეო პოლიტიკური კონცეფცია, რომელის ერთ-ერთი პუნქტი საქართველოსთან მრავალდონიანი კონტაქტებისა და ურთიერთობების ნორმალიზების შესახძლებლობას ითვალისწინებდა. შემდგომში ეს პუნქტი ოპოზიციის ზეწოლით გაუქმდა/ აფხაზი ხალხისთვის უპირო და ცალსახაა ის ფაქტი, რომ აფხაზეთის ერთადერთი მოკავშირე და სტრატეგიული პარტნიორი რუსეთის ფედერაციაა. თუმცა შესაბამის შეთანხმებებში გაწერილია მხოლოდ და მხოლოდ თანასწორუფლებიანი და პარტნიორული ურთიერთობები», – ნათქვამია ოპოზიციური კავშირის განცხადებაში.

როგორც ოპოზიციონერები აღნიშნავენ, «პრეზიდენტის ახალი მცდელობა, მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც ეწინააღმდეგება აფხაზეთის რესპუბლიკის კონსტიტუციას და აფხაზი ხალხის ეროვნულ ინტერესებს, სერიოზულ შეშფოთებას იწვევს".

"მეტიც, სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე პრიმა მუხლის II ნაწილი ითვალისწინებს სისხლის სამარ»თლებრივ პასუხისმგებლობას აფხაზეთის ტერიტორიული მთლიანობისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული საჯარო გამოსვლების გამო. მსგავსი ქმედებები აფხაზურ საზოგადოებაში ანტირუსულ განწყობებს იწვევს და გამოუსწორებელ ზიანს აყენებს რუსეთ-აფხაზეთის სამოკავშირეო ურთიერთობებს" - ნათქვამია განცხადებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S