ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის გზაზე მთის კალთა ჩამოიშალა

06-12-2021 18:17:52 საზოგადოება ,რეგიონები

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ​ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის საავტომობილო გზის 43-ე კილომეტრზე, მეწყერმა მთის კალთა ჩამოშალა, რამაც მესტია-ზუგდიდის ცენტრალური მაგისტრალის პარალიზება გამოიწვია.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარჯასთან ​ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაადგილება აკრძალულია.

ამავე ცნობით, უსაფრთხოებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური იცავს, ხოლო აღდგენით სამუშაოებს გზების დეპარტამენტი ასრულებს. სტიქიის ზონაში იმყოფება წალენჯიხის მერი გიორგი ხარჩილავა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები