
გუგუტიანთკარში ოკუპანტები დღესაც გამოჩნდნენ
19/08/2019 07:40:09 კონფლიქტები
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში ოკუპანტები დღესაც გამოჩნდნენ. მათ ადგილზე ბოძები და სამშენებლო ტექნიკა მიიტანეს და ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი განაახლეს.
ცნობისთვის: ოკუპანტებმა გუგუტიანთკარში მავთულხლართებისა და ძელების მონტაჟი 7 აგვისტოს დაიწყეს და რამდენიმე დღეში შეწყვიტეს. 15 აგვისტოს კი მავთულხლართების მონტაჟი კვლავ გაგრძელდა. ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზი გადმოწიეს, რის შედეგადაც ორი ოჯახის - რაზმაძეებისა და გუგუტიშვილების სახლები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხვდა.