თეთრი სახლი პუტინ–ბაიდენის ონლაინ–შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

07-12-2021 22:52:30 მსოფლიო

თეთრი სახლი აშშ–ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენისა და რუსეთის ლიდერ ვლადიმირ პუტინის ონლაინ–შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

"პრეზიდენტმა ბაიდენმა შეერთებული შტატებისა და ჩვენი ევროპელი მოკავშირეების ღრმა შეშფოთება გამოხატა რუსეთის მიერ უკრაინის გარშემო ძალების თავმოყრის გამო და ნათლად განაცხადა, რომ აშშ და ჩვენი მოკავშირეები უპასუხებენ რუსეთს ძლიერი ეკონომიკური და სხვა ზომებით სამხედრო ესკალაციის შემთხვევაში. პრეზიდენტმა ბაიდენმა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა და მოუწოდა დეესკალაციისა და დიპლომატიის გზით საკითხის მოგვარებისკენ. ორმა პრეზიდენტმა თავიანთ გუნდებს დაავალეს, თვალყური ადევნონ მოვლენებს და აშშ ამას მოკავშირეებთან და პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით გააკეთებს. პრეზიდენტებმა ასევე განიხილეს "აშშ-რუსეთის დიალოგი სტრატეგიული სტაბილურობის შესახებ", ერთობლივი მუშაობა რეგიონალურ საკითხებზე, როგორიცაა ირანი", – ნათქვამია ინფორმაციაში.

დასავლეთის ქვეყნები და კიევი მიიჩნევენ, რომ მოსკოვი შესაძლოა, უკრაინაში სამხედრო ინტერვენციას ამზადებდეს. აღნიშნულს კრემლი კატეგორიულად უარყოფს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები