აქციის მონაწილეები პრეზიდენტს ვადას 15:00 სთ–მდე აძლევენ

08-12-2021 14:05:01 საზოგადოება

პრეზიდენტის რეზიდენციასთან მოქალაქეები იკრიბებიან. ისინი მოითხოვენ, სალომე ზურაბიშვილმა გამოიყენოს კონსტიტუციური უფლება და პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის მიზნით, შეიწყალოს ექს–პრეზიდენტი.

ამასთან, საინიციატივო ჯგუფის წევრები მოითხოვენ, პოზიციის გაზიარების მიზნით, მათ საქართველოს პრეზიდენტი შეხვდეს. აქციის მონაწილეებს სურთ, ამ შემთხვევაში შეწყალების აქტის გამოყენების აუცილებლობაში დაარწმუნონ სალომე ზურაბიშვილი.

შეხვედრის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად პრეზიდენტს ვადას 15:00 საათამდე აძლევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც აქციის ერთ–ერთმა ორგანიზატორმა, ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა განაცხადა, შემუშავდება სამოქმედო გეგმა, რომელიც მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ზურაბიშვილმა რამდენჯერმე თქვა უარი სააკაშვილის შეწყალებაზე.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები