დღეს დილით თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სამი ავიარეისი ვერ შესრულდა

08-12-2021 14:47:26 საზოგადოება

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს დილით სამი ავიარეისი ვერ შესრულდა. მიზეზად ნისლის სახელდება.

ირკვევა, რომ ერევანში დროებით დაჯდა „ლუფთჰანზას“ რეისი, რომელიც მიუნხენიდან მოფრინავდა, ხოლო მოგვიანებით მიუნხენში მიბრუნდა და თბილისში გამოფრინდა.

რაც შეეხება თურქეთის ავიახაზების რეისს სტამბოლიდან, თვითმფრინავი ერზრუმში დაჯდა. მოგვიანებით, აღნიშნული რეისი გაუქმდა.

ამასთან, რამდენიმე საათით გადაიდო და მოგვიანებით შესრულდა თბილისი-დუბაის რეისიც.

როგორც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აცხადებენ, ამ დროისთვის აეროპორტი შეფერხებების გარეშე მუშაობს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები