სასამართლომ "რუსთავი 2"–ის დამფუძნებლების სარჩელი არ დააკმაყოფილა

08-12-2021 15:16:37 საზოგადოება ,სამართალი

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გოჩა დიდავამ არ დააკმაყოფილა აქიმიძე-დვალის სარჩელი და ყადაღა მოხსნა ტელეკომპანია "რუსთავის 2"-ის 60%-იან წილს.

სხდომის დაწყებამდე დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის ადვოკატი კახა კოჟორიძე მედიასთან საუბრისას აცხადებდა, რომ როგორც იურისტი, დარწმუნებული იყო, რომ „ეს არის მოსაგები საქმე“.

სასამართლო დავა იმის გადასაწყვეტად, მიიღებდნენ თუ არა ტელეკომპანიის დამფუძნებლები, ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი “რუსთავი 2”-ის 60%-იან წილს, თითქმის ორი წელია მიმდინარეობს.

საქმეზე მოსარჩელე მხარე ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი არიან, რომლებიც ცდილობენ, დაამტკიცონ, რომ კომპანიის მათი კუთვნილი წილები (30-30%) ზეწოლის შედეგად, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ და ამ პროცესში ჩართულები იყვნენ მაღალი რანგის თანამდებობის პირები. აქიმიძისა და დვალის მოპასუხე მხარე ამ საქმეზე „რუსთავი 2“-ის ამჟამინდელი მფლობელი ქიბარ ხალვაშია. ქიბარ ხალვაში ტელეკომპანია "რუსთავი 2" -ს ფლობდა 2004-06 წლებშიც.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები