"სისუსტის გამო, დიდი ალბათობით, ვერ დავესწრები ხვალინდელ სასამართლო პროცესს"

08-12-2021 21:20:21 პოლიტიკა

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი გორის სამხედრო ჰოსპიტალში დედამ გიული ალასანიამ მოინახულა. მან ჟურნალისტებს გადასცა ექს–პრეზიდენტის წერილი, რომელშიც იგი აღნიშნავს, რომ, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება 9 დეკემბერს დანიშნულ სასამართლო პროცესს.

"ძვირფასო ჟურნალისტებო გორის ჰოსპიტალთან. დიდი მადლობა თავდადებისთვის და ამ სიცივეში დგომისთვის. გორი უფრო ცივია, ვიდრე თბილისი. გატყობინებთ, რომ ხვალ, სისუსტის გამო, დიდი ალბათობით, ვერ დავესწრები სასამართლო პროცესს (ძალიან ადრე რომ არ ადგეთ). იმედია, პრესცენტრი ნორმალურად ამუშავდა. სიყვარულით, მიხეილ სააკაშვილი", - წერს მესამე პრეზიდენტი წერილში.

9 დეკემბერს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები