
მედია – ივანიშვილის ვერტმფრენისთვის დასაფრენი მოედნის ასაშენებლად აბასთუმანში კლდე მოჭრეს
19/08/2019 14:03:41 სხვა, პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა, რეგიონები
მმართველი პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ვერტმფრენისთვის დასაფრენი მოედნის ასაშენებლად აბასთუმანში კლდე მოჭრეს, – იუწყება ტელეკომპანია "რუსთავი 2".
"ადგილზე მყოფი დაცვის თანამშრომელი არ უარყოფს, რომ კლდე მოიჭრა და იქ ბიძინა ივანიშვილის აეროდრომი მოეწყო. ამ დრომდე დახურულია აბასთუმანში ტუბერკულოზით დაავადებულთა სარეაბილიტაციო ცენტრი. სწორედ ამ შენობის ახლოს მოიჭრა კლდე. ძველის ნაცვლად, ახლა ამ ადგილზე ბიძინა ივანიშვილის სასტუმრო შენდება. ახალი ცენტრი კი ქალაქგარეთ ააშენეს, თუმცა ის ჯერ არ გახსნილა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ბიძინა ივანიშვილმა თითქმის ნახევარი აბასთუმანი იყიდა", – იუწყება "რუსთავი 2".