Accentnews.ge
კალაძე მედიას "კონკრეტული ზომების" მიღებას "დაჰპირდა"

კალაძე მედიას "კონკრეტული ზომების" მიღებას "დაჰპირდა"

09/12/2021 07:49:54 საზოგადოება

თბილისის მერი კახა კალაძე წუხს, მედიას, რომელიც მერიის ღონისძიებებს არ აშუქებს, "კონკრეტული ზომების" გატარებას ჰპირდება. კერძოდ, მერი წუხს რომ ზოგიერთი მედიასაშუალება, რომელიც მერიისა და გამგეობების ღონისძიებებზე მიდის, არ აშუქებს ამ ღონისძიებებს.

კალაძე ფიქრობს, რომ აღნიშნული მიზანმიმართულად ხორციელდება.

"გიწვევთ იმისთვის, გეძახით იმისთვის, რომ თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა, გააშუქოთ ის პროექტები, რომელსაც მუნიციპალიტეტი ახორციელებს სხვადასხვა მიმართულებით... მიზანმიმართულად ხდება ამ ინფორმაციის არგავრცელება საინფორმაციოში. არ იფიქროთ, რომ ვინმეს სარედაქციო პოლიტიკას ვაკონტროლებ, მაგრამ რაღაცა წესი, ჩარჩოები ხომ არსებობს?! მოდიხართ, იღებთ, არ აშუქებთ! მაქსიმალურად ვცდილობ, ვიყო კომუნიკაბელური თქვენთან მიმართებაში: სვამთ კითხვებს სხვადასხვა თემებზე და ვცდილობ, ჩემი კომპეტენციის ფარგლებში მაქსიმალურად გიპასუხოთ... თუ ეს გაგრძელდება, მოგვიწევს, გადავხედოთ ჩვენს ურთიერთობას და ამ მიმართულებით მივიღებთ კონკრეტულ ზომებს", - განაცხადა კალაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S