Accentnews.ge
ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე განაჩენის შემდეგ გერმანიამ ორი რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე განაჩენის შემდეგ გერმანიამ ორი რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

15/12/2021 16:15:44 სამართალი

საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე განაჩენის გამოტანის შემდეგ გერმანიამ ორი რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა, – იუწყება Deutsche Welle.

მისივე ცნობით, განაჩენის შემდეგ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისრტმა ანალენა ბერბოკმა დიპლომატიუ უწყებაში გერმანიაში რუსეთის ელჩი სერგეი ნეჩაევი დაიბარა.

„ჩვენ ვუთხარით მას, რომ საელჩოს პერსონალის ორი წევრი გამოცხადდებოდა პერსონა ნონ გრატად. ეს მკვლელობაა სახელმწიფოს დაკვეთით, რომელიც გერმანიის სუვერენიტეტის და სამართლის ნორმების უხეშ დარღვევას წარმოადგენს”, – განაცხადა ბერბოკმა.

რუსეთის ელჩმა აღნიშნა, რომ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე განაჩენი "პოლიტიკურია":

"ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს განაჩენი არის მიკერძოებული, პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება, რომელიც სერიოზულად ამძიმებს ისედაც რთულ რუსულ-გერმანულ ურთიერთობებს".

გერმანიის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა რუსეთის მოქალაქე ვადიმ კრასიკოვს, რომელსაც საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ედება ბრალი.

ხანგოშვილი 2019 წლის 23 აგვისტოს მოკლეს ცეცხლსასროლი იარაღით ბერლინის ცენტრში მდებარე პარკში.

გამოცემა The Insider-მა, დამოუკიდებელმა ჯგუფმა Bellingcat-მა და ჟურნალმა Der Spiegel-მა მოახერხეს დაედგინათ, რომ ხანგოშვილის მკვლელი არის ვადიმ კრასიკოვი, რომელიც ფსბ-ს სპეციალურ ქვედანაყოფ „ვიმპელში“ მსახურობდა. როგორც გამომძიებლები აღნიშნავენ, მას ასევე ბრალი მიუძღვის რუსეთში ორი ბიზნესმენის შეკვეთილ მკვლელობებში.

კრასიკოვი გერმანიაში ჩავიდა პასპორტით, რომელიც სხვა სახელზე იყო გაცემული. ის ხანგოშვილის მკვლელობიდან ცოტა ხანში დააკავეს.

მიმდინარე წლის აგვისტოში ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელის სასამართლო პროცესის ერთ-ერთ უკანასკნელ სხდომაზე გამოვიდა ბრალდების მოწმე, რომელიც ბრალდებულის ახლო ნათესავია. მან არა მხოლოდ ამოიცნო კრასიკოვი, არამედ ჩვენება მისცა იმის შესახებ, რომ ის ადრე რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფში მსახურობდა.

იხილეთ ასევე: "პირში გეუბნებიან,ძმები ვართო და როდესაც ზურგშექცეულს დანას მირტყამ, ასეთი ძმობა არ მესმის“ - რას ყვებოდა ხანგოშვილი "აქცენტთან" ინტერვიუში

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S