
ინდოეთმა პაკისტანზე ავიაიერიში მიიტანა
26/02/2019 14:35:53 სხვა, მსოფლიო
ინდოეთის ხელისუფლების განცხადებით, სამხედრო თვითმფრინავებმა პაკისტანში „ტერორისტული ბანაკები“ დაბომბეს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ინდოეთის სოფლის მეურნეობის სახელმწიფო მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
პაკისტანის წარმომადგენლები ინდოეთის თვითმფრინავების მიერ საჰაერო სივრცის დარღვევას აღიარებენ, თუმცა აცხადებენ, რომ ავიაიერიშებს მსხვერპლი და ინფრასტრუქტურის ნგრევა არ მოჰყოლია.
პაკისტანსა და ინდოეთს შორის ურთიერთობები უკიდურესად მას შემდეგ დაიძაბა, რაც 14 თებერვალს თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმას სადავო ქაშმირის რეგიონში 40 ინდოელი სამხედრო ემსხვერპლა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პაკისტანურმა დაჯგუფებამ აიღო. ინდოეთმა მომხდარში ისლამაბადი დაადანაშაულა. პაკისტანი თავდასხმასთან კავშირს უარყოფს.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021