Accentnews.ge
 ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი: "გუგუტიანთკარში ეს უკანონო ქმედება უნდა შეწყდეს"

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი: "გუგუტიანთკარში ეს უკანონო ქმედება უნდა შეწყდეს"

21/08/2019 05:07:25 კონფლიქტები, პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩსი სოფელ გუგუტიანთკარში მიმდინარე ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს ეხმიანება და აცხადებს, რომ "ეს უკანონო ქმედება უნდა შეწყდეს".

"სოფელ გუგუტიანთკარში ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი, რომელსაც რუსეთის მიერ კონტროლირებადი ცხინვალის ხელისუფლება ახორციელებს, არის საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის კიდევ ერთი აშკარა დარღვევა.მხარს ვუჭერ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებას, რომ ეს უკანონო ქმედება უნდა შეწყდეს“, - წერს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი სოციალურ ქსელში. 

ცნობისთვის: ოკუპანტებმა გუგუტიანთკარში მავთულხლართებისა და ძელების მონტაჟი 7 აგვისტოს დაიწყეს და რამდენიმე დღეში შეწყვიტეს. 15 აგვისტოდან კი მავთულხლართების მონტაჟი დღემდე გრძელდება.  ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზი გადმოწიეს, რის შედეგადაც სამი ოჯახის - რაზმაძეებისა და გუგუტიშვილების (ორი ოჯახი) სახლები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხვდა.  


ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S