Accentnews.ge
ბულგარეთის თავდაცვის მინისტრი რუსეთის საპასუხოდ ქვეყანაში NATO–ს ჯარების განთავსების აუცილებლობას ვერ ხედავს

ბულგარეთის თავდაცვის მინისტრი რუსეთის საპასუხოდ ქვეყანაში NATO–ს ჯარების განთავსების აუცილებლობას ვერ ხედავს

22/12/2021 10:29:46 ევროპა

ბულგარეთის თავდაცვის მინისტრმა სტეფან იანევმა განაცხადა, რომ ვერ ხედავს ქვეყანაში ნატოს დამატებითი ძალების განთავსების აუცილებლობას უკრაინის საზღვარზე რუსეთის სამხედრო ძალების გაზრდილი კონცენტრაციის საპასუხოდ.

„ასეთი გადაწყვეტილება არ შეესაბამება არც ნატოს და არც ბულგარეთის ეროვნულ ინტერესებს“, - დაწერა მან „ფეისბუქზე“.

სტეფან იანევმა დაადასტურა, რომ ნატო რუსეთის ქმედებების საპასუხოდ მოქმედების რამდენიმე სტრატეგიას განიხილავს, მათ შორის, ალიანსის წევრი ქვეყნების – ბულგარეთისა და რუმინეთის ტერიტორიებზე დამატებითი ძალების განთავსებას:

„ჩემი პოზიციაა, რომ ამგვარმა მიდგომამ შეიძლება, რეგიონში დაძაბულობის არასასურველი ზრდა გამოიწვიოს“, - განაცხადა ბულგარეთის თავდაცვის მინისტრმა.

მანამდე გერმანულმა გამოცემა Die Welt-მა, ნატოს ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების გადაადგილების გამო, ნატომ სწრაფი რეაგირების ძალებში საბრძოლო მზადყოფნა გააძლიერა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S