Accentnews.ge
ახალგორელმა 86 წლის კაცმა ბიბილოვს შეხვედრაზე ქართულად მიმართა: "გამაგებინეთ რა დავაშავე, აღარ მიშვებენ, რომ ოპერაცია გავიკეთო"

ახალგორელმა 86 წლის კაცმა ბიბილოვს შეხვედრაზე ქართულად მიმართა: "გამაგებინეთ რა დავაშავე, აღარ მიშვებენ, რომ ოპერაცია გავიკეთო"

27/12/2021 07:12:05 კონფლიქტები

"გამაგებინეთ რა დავაშავე", – ასე მიმართა ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვს ახალგორელმა 86 წლის მამაკაცმა.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებმა მამაკაცმა ბიბილოვს მიმართა, განემარტა მისთვის, რატომ არ აქვს უფლება, გადავიდეს დანარჩენ საქართველოში ჯანმრთელობის პრობლემების მოსაგვარებლად.

"86-ე წელს ვამთავრებ. მომეხმარეთ, გამაგებინეთ რა დავაშავე. "ტამოჟნიაზე" შემოვედი, 10 000 გადამახდევინეს და აღარ მიშვებენ, რომ ოპერაცია გავიკეთო. მომეცით საშუალება, ჩავიდე, გავიკეთო ოპერაცია, დავბრუნდები და მკვდარიც თქვენი ვიქნები და ცოცხალიც",- მიმართა მამაკაცმა ქართულ ენაზე ბიბილოვს.

ანატოლი ბიბილოვი შეეცადა, ოკუპირებული ახალგორის მოსახლეობა დაერწმუნებინა, რომ თბილისთან შედარებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრების პირობები უკეთესია.

ბიბილოვმა ახალგორელებს ურჩია, თუ ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ, ადგილობრივ დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტროს მიმართონ და სამედიცინო დახმარებას ოკუპირებულ რეგიონში გაუწევენ, ან რუსეთში გაგზავნიან.

საოკუპაციო რეჟიმს ოკუპირებულ ახალგორთან დე ფაქტო საზღვარი 2019 წლის სექტემბრიდან აქვს დაკეტილი. დანარჩენ საქართველოსთან კავშირის შეწყვეტამ ახალგორის ოკუპირებულ რაიონში ჰუმანიტარული კრიზისი გამოიწვია. ადგილზე დარჩენილ ქართველებს სამედიცინო და სხვა საჭიროებებზე წვდომის გარდა, შეზღუდული აქვთ ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე მყოფ ოჯახის წევრებთან და ნათესავებთან კონტაქტი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S