„ჩვენი თხოვნაა, ნაჩქარევი პროცესი შენელდეს და თუ რეორგანიზება მიდის, მასში გათვალისწინებული იყოს რეალური შეთავაზებები“

27-12-2021 18:01:00 პოლიტიკა

საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა სახელმწიფო ინსპექტორ ლონდა თოლორაიასთან შეხვედრის შემდეგ სამსახურის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

"სახელმწიფო ინსპექტორის ოფისი მნიშვნელოვანი უწყებაა, რომლის ფუნქცია და მიზანია მოქალაქეთა უფლებების დაცვა. ასევე, მის მოვალეობებში შედის სავარაუდო დანაშაულის გამოძიება, რომელიც შეიძლება, ჩადენილი იყოს საჯარო მოხელეების მიერ და ამითი უზრუნველყოფს საჯარო მოხელეების ანგარიშვალდებულებას ხალხის წინაშე",– განაცხადა ელჩმა.

დიპლომატმა ყურადღება გაამახვილა კანონპროექტის იმ ნაწილზე, რომელიც 2022 წლის 1 მარტიდან არამხოლოდ ინსპექტორის სამსახურის დაშლას, არამედ თანამშრომლების გათვისუფლებას გულისხმობს:

"ჩვენი თხოვნა და რეკომენდაცია იქნება პარლამენტის მიმართ, რომ გარკვეულწილად ეს ნაჩქარევი პროცესი შენელდეს და თუ რეორგანიზება მიდის აღნიშნული პროცესის, მასში გათვალისწინებული იყოს რეალური შეთავაზებები, რომელიც მიმართულია ამ სამსახურის გაძლიერებისკენ და ამ პროცესში ჩაერთოს როგორც ინსპექტორის სამსახური ისე ექსპერტები და დაინტერესებული პირები", - თქვა ელჩმა.

იხილეთ ასევე: ანგარიშსწორება თუ რეფორმა: საქართველოში „განგაშის ზარს“ შემოკრეს

ახალი ამბები

სხვა სიახლეები