Accentnews.ge
სალომე ზურაბიშვილი დღეს ლიეტუვას ეწვევა

სალომე ზურაბიშვილი დღეს ლიეტუვას ეწვევა

22/08/2019 06:19:50 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ლიეტუვას ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედასთან და სიტყვით გამოსვლა ქვეყნის ექს–პრეზიდენტ ვალდას ადამკუსის სახელობის ყოველწლიური კონფერენციის გახსნაზე.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტის სიტყვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი ოკუპაცია და უკანონო ბორდერიზაცია იქნება.

ვალდას ადამკუსის სახელობის კონფერენცია 22-23 აგვისტოს გაიმართება და ფოკუსირებული იქნება ევროპისა და აშშ-ის ურთიერთობების, ასევე აღმოსავლეთ სამეზობლოს პოლიტიკის საკითხებზე. ღონისძიებაში მონაწილეებს შორის ასევე იქნებიან ამერიკელი, გერმანელი, პოლონელი, რუმინელი, ლატვიელი და უკრაინელი პოლიტიკოსები, დიპლომატები და ანალიტიკოსები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S