Accentnews.ge
კადიროვების ოჯახი „დამსახურებულ უფლებადამცველებად“ გამოაცხადეს

კადიროვების ოჯახი „დამსახურებულ უფლებადამცველებად“ გამოაცხადეს

31/12/2021 10:49:26 კავკასია

ჩეჩნეთის რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმული ლიდერი რამზან კადიროვი, მისი გარდაცვლილი მამა ახმატი და დედა აიმანი „დამსახურებულ უფლებადამცველებად“ გამოცხადდნენ. შესაბამის განკარგულებას ხელი ჩეჩნეთის ომბუდსმენმა მოაწერა.

მისი თქმით, კადიროვების ოჯახის „უდიდესი წვლილია“ „ადამიანის უფლებების უზრუნველყოფასა და სახელმწიფოებრიობის გამყარებაში“.

კადიროვებს მედლებიც გადაეცათ: ახმატ კადიროვს მიენიჭა ჯილდო „უმაგალითო სიმამაცისა და სიმტკიცისთვის ჩეჩენი ხალხის უფლებების დაცვაში“; აიმანი კადიროვა დაჯილდოებულია „გამორჩეული დამსახურებისთვის მოქალაქეთა უფლებების დაცვაში და ხალხის დახმარებაში გაწეული დიდი წვლილისთვის“; რამზან კადიროვმა მიიღო მედალი „ჩეჩენი ხალხის ბუნებრივი და განუყოფელი უფლებების საქმეში შეტანილი ისტორიული წვლილისთვის“ და „მაღალი საზოგადოებრიობისთვის“.

მანამდე კადიროვის უფროს ქალიშვილს – აიშატს, რომელსაც ჩეჩნეთის კულტურის მინისტრის თანამდებობა უკავია, გადაეცა მედალი „ადამიანის უფლებების დაცვისთვის“.

იხილეთ ასევე: ათასობით დაკარგული და ჯოჯოხეთი დედამიწაზე: რატომ უჩინარდებიან ადამიანები ჩეჩნეთში

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S