
ქართველი მილიარდერის კომპანიის აქციების ფასი ერთ დღეში 30%-ით დაეცა
06/01/2022 12:01:44 ეს საინტერესოა
Kaspi.kz და Halyk Bank-ის აქციები ლონდონის ბირჟაზე მკვეთრად დაეცა. ანალოგიური პროცესები განვითარდა სხვა ყაზახურ კომპანიებთან მიმართებაშიც ყაზახეთში განვითარებული მოვლენების ფონზე,– იუწყება ყაზახ აქციონერთა ასოციაცია.
"ყველაზე მეტი Kaspi-მ დაკარგა. კერძოდ, 30%-ზე მეტი ერთ სავაჭრო დღეში – 2022 წლის 5 იანვარს. Halyk Bank-ი კი თითქმის 20%-ით გაუფასურდა," - აღნიშნულია ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
Halyk Bank-ს ყაზახეთის პირველი პრეზიდენტის ქალიშვილი და სიძე – დინარა და ტიმურ კულიბაევები Holding Group Almex JSC-ის მეშვეობით აკონტროლებენ (56,39%). ბანკის აქციები ყაზახეთის საფონდო ბირჟაზე ივაჭრება, GDR-ებით ლონდონის საფონდო ბირჟაზე და AIX - ყაზახეთის საფონდო ბირჟაზე.
Kaspi.kz მუშაობს სამ პლატფორმაზე - მარკეტპლეის, ფინტეხ პლატფორმა და საგადასახადო სისტემა. კომპანიის აქციონერები არიან Baring Vostok - 30%, ვიაჩესლავ კიმი - 24%, მიხეილ ლომთაძე - 23%, მენეჯმენტი - 3%, free float - 20%.
ყაზახეთის ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2021 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით, ეროვნულმა ბანკმა აქტივების მიხედვით პირველი ადგილი დაიკავა ქვეყნის 22 ბანკს შორის.
ცნობისთვის: ყაზახეთში ვითარება 2 იანვარს დაიძაბა, როდესაც ჟანაოზენში (ქალაქი მანგისტაუს რეგიონში, ქვეყნის დასავლეთით) თხევად გაზზე ფასების მკვეთრი ზრდის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები დაიწყო. შემდეგ კი პროტესტო მთელი ქვეყნის მასშტაბით ეკონომიკური და პოლიტიკური მოთხოვნებით მასიურ საპროტესტო აქციებში გადაიზარდა.
4 და 5 იანვარს მომიტინგეებსა და უსაფრთხოების თანამშრომლებს შორის შეტაკებებს ათობით ადამიანი ემსხვერპლა.