Accentnews.ge
რუსული ჩექმა ყაზახეთში და ქაოსი ქალაქებში – რას შეცვლის ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები

რუსული ჩექმა ყაზახეთში და ქაოსი ქალაქებში – რას შეცვლის ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები

06/01/2022 13:35:51 კომენტარი

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი ყაზახეთში არსებულ ვითარებას მიმოიხილავს და აღნიშნავს, რომ მძიმე მოლოდინები აქვს როგორც უშუალოდ ქვეყანასთან მიმართებაში, ისე რეგიონის კონტექსტში.

"სამწუხაროდ, ამ უმნიშვნელოვანესი ქვეყნისთვის და მთელი რეგიონისთვის ეს არ არის დემოკრატიული პოტენციალის მქონე მოძრაობა და რევოლუცია. ცენტრალურ აზიაში ასეთი, დემოკრატიული ცვლილების პოტენციალის მქონე, ძალები ან უბრალოდ არ არიან, ან უკიდურესად მცირე და ფრაგმენტირებულნი არიან", - აღნიშნავს ხიდაშელი.

მისი თქმით, "თუკი რამე გვასწავლა ყირგიზეთის განგრძობითმა რევოლუციურმა მოძრაობამ 2000-იანების დასაწყისში, ყირგიზეთის სადაც მაშინ ამერიკული ბაზაც იყო და დემოკრატიული რესურსის შექმნისთვის ბევრი და მნიშვნელოვანი პროექტებიც ხორციელდებოდა, არის პირველ რიგში სწორედ ამ რესურსის სიმწირე“:

„თავისუფლებად შეგვიძლია, ვთქვათ, რომ თავისი არსით და მასშტაბით დღევანდელი მოვლენები არის პოლიტიკური და ვერ ეტევა სოციალური მღელვარების ფარგლებში, მაგრამ პრობლემაც სწორედ აქ არის, როდესაც თავისი არსით პოლიტიკურ მოძრაობას დემოკრატიული ცვლილებების მოთხოვნები არ ახლავს თან, როდესაც დღის წესრიგი ქაოტურია და ძალადობაც ხელისუფლების, უფრო კი რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს“.

რუსი სამხედროები ყაზახეთში

ხიდაშელი ყაზახეთის ქალაქებში ქვეყნის პრეზიდენტის თხოვნის შემდეგ რუსი "მშვიდობისმყოფელების" შეყვანაზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ ეს უკიდურესად სახიფათო და რისკიანი ნაბიჯია პირველ რიგში, თავად ნაზარბაევისა და მისი გარემოცვისთვის, რომელიც თითქმის 30 წლის მანძილზე მუდმივად აბალანსებდა ქვეყანაში დომინანტ ინტერესებს და ინარჩუნებდა ქვეყნის სუვერენიტეტს და მშვიდობას:

„ყაზახეთში ჩემი უკვე თითქმის 6 წლიანი საქმიანობის შემდეგ, რაც შემიძლია, დადასტურებულად ვთქვა, ის არის, რომ რიგითი ადამიანებისთვის სწორედ ეს მშვიდობა იყო ყველაზე ძვირფასი, რის გამოც ბევრ რამეზე ხუჭავდნენ თვალს. გამოცდილება ადასტურებს, რომ დასახმარებლად მისული რუსული ჩექმა ძნელად, ან აღარასოდეს ტოვებს ქვეყანას. არც ის არის ვინმესთვის სიახლე, რომ რუსეთს საკუთარი ანგარიშები აქვს ყაზახეთთან და ეს ანგარიშები არც ტერიტორიული პრეტენზიებისგან არის შორს. სამწუხაროდ, დასავლეთი არ არის ძლიერი ცენტრალურ აზიაში, მით უფრო – ყაზახეთში, მათი ზემოქმედების შესაძლებლობები უკიდურესად შეზრუდული და არაეფექტურია“.

იხილეთ ასევე: ყაზახეთი, რომელიც 12 ძალოვანისა და ათობით დემონსტრანტის დაღუპვის თაობაზე იუწყება, რუსეთის ხელმძღვანელობით შექმნილი სამხედრო ალიანსის დახმარების მოლოდინშია

ჩინეთის ფაქტორი

ხიდაშრლის ხედვით, არსებულ ვითარებაში ერთადერთი საინტერესო ამბავი რჩება ის, თუ როგორ მოიქცევა ჩინეთი, რომელიც ყაზახეთის სტრატეგიული მოკავშირეა, განსაკუთრებით, როდესაც საქმე სტრატეგიულ ეკონომიკას ეხება:

„რუსეთთან გავლენის სფეროებზე ბალანსის შენარჩუნების პოლიტიკა დღევანდელი მოვლენების ფონზე შესაძლოა, რისკის ქვეშ აღმოჩნდეს და შესაბამისად, აქამდე არსებული რიგი დაწერილი თუ დაუწერელი შეთანხმებები“.

პარალელები საქართველოსთან

ყაზახეთში მიმდინარე ფონზე, უკანასკნელ დღეებში საქართველოში აქტოური მსჯელობის საგნად იქცა ქვეყნებს შრორის პარალელების გავლება, რასაც ხიდაშელი უსაგნოდ მიიჩნევს:

"ძალიან ბევრი რამ განასხვავებს ჩვენს ქვეყნებს ერთმანეთისგან დემოკრატიისა და საკუთარი ქვეყნის სუვრენიტეტისთვის ბრძოლაში. აქ სრულიად ერთმნიშვნლეოვანი უპირატესობა გვაქვს. თუკი რამე გვამსგავსებს, ის არის, რომ როგორც ბოლო დროს ბევრჯერ მითქვამს, ბატონი ივანიშვილი ქვეყნის სწორედ ნაზარბაევიზაციას ცდილობდა: როდესაც დასავლეთის ხმა აღარ ისმის, როდესაც ქვეყანში მთავარი მოთამაშეები რუსეთი და ჩინეთი არიან (ჩვენს შემთხვევაში ირანიც შეგვიძლია, დავამტოთ ამ ჩამონათვალს), როდესაც ქვეყნის მმართეოლბა მთლიანად დაცლილია პოლიტიკისა და პოლიტიკოსებისგან და მართვის ბერკეტი მთლიანად და სრულად ოლიგარქისა და მისი ხელის ბიჭების ხელშია, შედეგად სწორედ ის დგება, რასაც დღეს ყაზახეთში ვუყურებთ, რომ შესაძლოა, ერთ დღეს ძალაუფლება ქუჩაში ეგდოს, ქვეყანაში კი პოლიტიკური ძალა აღარ იყოს, რომელიც მას ხელში აიღებს და ეფექტურად, ქვეყნის სასიკეთოდ მიმართავს. აქედან რუსეთისთვის "დახმარების ხელი გამოგვიწოდეთ" თხოვნამდე კი ნახევარი ნაბიჯია. მოკლედ, ოპტიმიზმისგან დაცლილია ჩემი მოლოდინები ყაზახეთში დემოკრატიული ცვლილებების შესაძლებლობის თაობაზე".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S