
"მოძმე ყაზახეთს და ყაზახ ხალხს ვუსურვებთ სვლის გაგრძელებას შემდგომი განვითარების მიმართულებით“
10/01/2022 07:43:55 საგარეო პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ყაზახეთში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და იმედს გამოთქვამს, რომ ყველა ზომა იქნება მიღებული უმოკლეს ვადებში ვითარების საბოლოო დეესკალაციის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მიღწევის მიზნით.
„ძალიან ყურადღებით ვაკვირდებოდით ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს. ძალიან განვიცდით ტრაგიკულ მოვლენებს, რაც ყაზახეთში განვითარდა და რომლის შედეგადაც დაიღუპა ათობით ადამიანი. იმედს გამოვთქვამთ, რომ ყველა ზომა იქნება მიღებული უმოკლეს ვადებში ვითარების საბოლოო დეესკალაციის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მიღწევის მიზნით. გვსურს, რომ ქვეყანამ ძალიან მალე შეძლოს კრიზის შედეგების დაძლევა. ვუსურვებთ სვლის გაგრძელებას შემდგომი განვითარების მიმართულებით ჩვენ მოძმე ყაზახეთს და ყაზახ ხალხს“,- განაცხადა ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
ამასთან, მან ისაუბრა ყაზახეთში ჩარჩენილ საქართველოს მოქალაქეებზე და აღნიშნა, რომ ისინი სამშობლოში უახლოეს დღეებში დაბრუნდებიან:
„საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა შესაძლებლობის ფარგლებში ხაზზე იყო მათთან და უწევდა შესაბამის დახმარებას ადგილზე.
მთავრობის აქტიური მუშაობის შედეგად, მათი ნაწილი დაბრუნდა საქართველოში. საქართველოს იმ მოქალაქეებთან, ვინც რჩებიან ადგილზე, საელჩო აგრძელებს აქტიურ კომუნიკაციას და საჭიროების შემთხვევაში უწევს დახმარებას. მათი საქართველოში დაბრუნება უახლოეს დღეებში მოხდება“.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021