„რუს ოკუპანტებს მათ მიერვე დაწესებული „წითელი ხაზი“ აქვთ გადმოკვეთილი და პატრულირებენ!“ [ვიდეო]

10-01-2022 13:29:17 კონფლიქტები

ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ ლიდერის დავით ქაცარავას ინფორმაციით, რუს ოკუპანტებს გადმოკვეთილი აქვთ მათ მიერვე დაწესებული ე.წ. წითელი ხაზი და ჩორჩანას ტყეში პატრულირებენ.

ის მტკიცებულებებსაც აქვეყნებს და აცხადებს, რომ ოკუპანტებმა ფაქტობრივად დაიწყეს ახალი გეგმის განხორციელება, რომელიც დამატებით 209 კვადრატული კილომეტრის ფართობის მიტაცებას გულისხმობს.

ანტისაოკუპაციო მოძრაობა ხელისუფლებისგან მოითხოვს საგუშაგოების მცხეთა-მთიანეთში, ზემო იმერეთსა და რაჭაში განთავსებას, სადაც მათი ანალიზის მიხედით, მოსალოდნელია დამატებთი ტერიტორიების მიტაცება.

ასევე მოითხოვს, ხელისუფლებამ გააცნოს გეგმა საზოგადოებას, რომელითაც აპრებს "ოკუპაციის ამ ახალი ტალღის შეჩერებას".

„ხელისუფლებისგან ვითხოვთ რეაგირებას და პატრულირების დაწყებას ყველა იმ ადგილას, რაც ოკუპანტებს დაანონსებული და მონიშნული აქვთ: პოსტების ჩადგმას მცხეთა-მთიანეთში, ზემო იმერეთსა და რაჭაში.

ამ ზომების არ მიღება კიდევ ერთხელ დაადასტურებს იმ მოსაზრებას, რომ ხელისუფლება პირდაპირ კოლაბორაციაშია რუსულ საოკუპაციო რეჟიმთან და ხელს უწყობს ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას“,– აცხადებს დავით ქაცარავა.

იხილეთ ასევე: "საქართველოს საზღვრის დელიმიტაცია": ოსური "პარლამენტის" სესიაზე მწვავე დებატები გაიმართა

ახალი ამბები

სხვა სიახლეები