Accentnews.ge
ელჩი: "თურქეთის მთავრობა საქართველოს პრემიერის ინიციატივას მედიკამენტებთან დაკავშირებით მხარს დაუჭერს"

ელჩი: "თურქეთის მთავრობა საქართველოს პრემიერის ინიციატივას მედიკამენტებთან დაკავშირებით მხარს დაუჭერს"

10/01/2022 11:35:51 საზოგადოება

საქართველოში თურქეთის ელჩის ფატმა ჯერენ იაზგანის განცხადებით, "საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივას, მედიკამენტებთან დაკავშირებით, თურქეთის მთავრობისგან მხარდაჭერა ექნება".

ამის შესახებ ელჩმა "აქცენტთან" საუბრისას განაცხადა.

"პრემიერ-მინისტრის ინიციატივას, რა თქმა უნდა, ექნება მხარდაჭერა თურქეთის მთავრობისგან. ეს არის საკითხი, რომლის შესახებაც ჩვენ უკვე ვისაუბრეთ" - განაცხადა ელჩმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, იგეგმება, თურქეთის ბაზრის გახსნა, საიდანაც საქართველოში მედიკამენტები შემოვა.

როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, აღნიშული გადაწყვეტილებით, ქვეყანაში უფრო მაღალი ხარისხის მედიკამენტები შემოვა და ასევე, მისი თქმით, წინასწარი პროგნოზით, შემცირებული იქნება ფასებიც.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S