
გუგუტიანთკარში ოკუპანტები დღეს არ გამოჩენილან
23/08/2019 13:15:47 კონფლიქტები
საოკუპაციო ხაზთან, სოფელ გუგუტიანთკარში რუს ოკუპანტებს დღეს დილით ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი არ განუახლებიათ.
ოკუპანტებმა გუგუტიანთკარში მავთულხლართებისა და ძელების მონტაჟი 7 აგვისტოს დაიწყეს და რამდენიმე დღეში შეწყვიტეს. 15 აგვისტოდან კი მავთულხლართების მონტაჟი 22 აგვისტომდე გაგრძელდა. ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზი გადმოწიეს, რის შედეგადაც სამი ოჯახის - რაზმაძეებისა და გუგუტიშვილების (ორი ოჯახი) სახლები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხვდა.