
ხაზარაძე–ჯაფარიძე–წერეთლის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას პრკურატურაც ასაჩივრებს
12/01/2022 10:31:32 სამართალი
სახელმწიფო ბრალდება მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგ გამოტანილ სასამართლო გადაწყვეტილებას აპელაციის წესით გაასაჩირებს. ამის შესახებ პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი. მანამდე საქმის პროკურორი აცხადებდა, რომ გადაწყვეტილება სამართლებრივი ნიუანსების გაცნობის შემდეგ იქნებოდა მიღებული.
გადაწყვეტილების გასაჩირებას გეგმავენ თავად ჯაფარიძე, ხაზარაძე და წერეთელი, რადგან მიიჩნევენ, რომ დანაშაულს ადგილი არ ქონია და რომ მათ წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა ხორციელდება.
პროკურატურა განცხადებაში იმეორებს პროკურორის შეფასებას, რომ „თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სს „თიბისი ბანკის“ კუთვნილი 16 664 000 აშშ დოლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით დამნაშავედ ცნო და გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა“. თუმცა ანიშნავს იმასაც, რომ „სასამართლო არ დაეთანხმა ბრალდების მხარის შეფასებას ჩადენილი დანაშაულის სამართლებრივ კვალიფიკაციაში, რის გამოც, ბრალდებულთა ქმედება დაკვალიფიცირდა თაღლითობის მუხლით".
ზემო ისტანციებში საქმის პერსპექტივას სკეპტიკურად უყურებს ადვოკატი.
„გადაწყვეტილება იყო ბრალდების მხარისთვის სახის შენარჩუნება. კიდევ უფრო უცნაურია, რომ თავად პროკურატურას თაღლითობასთან დაკავშირებით საქმის არაღძვრის დადგენილება აქვს გამოტანილი. სამარლებრივად კიდევ ფრო უცნაურია, რომ საქმეში დაზარალებული არ არის – თაღლითობა ის მუხლია, რომელსაც დაზარალებული სჭირდება, ვინც მოაზრება დაზარალებულად, ის აცხადებს, რომ დაზარალებული არ არის. ამიტომ, ეს განაჩენი ამ ფორმითაც კი თავს ვერ დაიკავებს შემდგომ ინსტანციებში და ეს საბოლოო ჯამში გამართლებით დამთავრდება“,– განაცხადა ადოკატმა მამუკა კორძაძემ.
ცნობისთვის: მოსამართლემ მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძეს, ავთანდილ წერეთელს პროკურატურის მიერ წაყენებული ბრალი გადაუკვალიფიცირა, განუსაზღვრა 7–7 წლიანი პატიმრობა, თუმცა საქმის ხანდაზმულობის გამო, სასჯელისგან გაათავისუფლა.