14 იანვარს მცხეთაში გორის ქალთა კამერული გუნდის კონცერტი გაიმართება

12-01-2022 17:31:16 საზოგადოება ,რეკლამა

მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციური ცენტრი მოქალაქეებს ძველით ახალ წელს, 14 იანვარს, 17:00 საათზე გორის ქალთა კამერული გუნდის კონცერტზე იწვევს.

დასწრება თავისუფალია.

მის: მცხეთა, სამხედრო ქ.N9.

როგორც ორგანიზატორები იუწყებიან, ღონისძიება ტარდება რეგულაციების სრული დაცვით.

ცნობისთვის: გორის ქალთა კამერული გუნდი შეიქმნა 1970 წელს, გუნდი არაერთი საერთაშორისო საგუნდო მუსიკის კონკურსის ლაურეატია, მონაწილეობს სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალში, მისი რეპერტუარი მოიცავს როგორც ქართველი, ისე ევროპელი კომპოზიტორების ნაწარმოებებს. 2013 წლიდან გუნდს თეონა ცირამუა ხელმძღვანელობს, რომელმაც მოახერხა გუნდის თითქმის ნახევარსაუკუნოვანი ტრადიციების შენარჩუნება, მიაგნო საკუთარ ხელწერას, შექმნა ახალი რეპერტუარი და შეიმუშავა მართვის სტილი, მან ახალი სიცოცხე შესძინა გუნდს. თეონა ცირამუა დაჯილდოებულია ღირსების ორდენით ქართული საგუნდო მუსიკის პოპულარიზაციის, საერთაშორისო ასპარეზზე გატანისა და პროფესიონალიზმისათვის.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები