"ამ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში ვხედავთ, რომ საქართველოს შეუძლია დაეყრდნოს პარტნიორების მხარდაჭერას"

12-01-2022 22:42:08 საგარეო პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსეთ-ნატოს საბჭოს სხდომის შემდეგ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გემდივნის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება.

"დღეს მნიშვნელოვანი განცხადება მოვისმინეთ იენს სტოლტენბერგისგან. ამ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, ვხედავთ, რომ საქართველოს შეუძლია დაეყრდნოს ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერას ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ",– წერს პრეზიდენტი "ტვიტერზე".

იხილეთ ასევე: "ნატო-ს მოკავშირეებმა რუსეთს მოუწოდეს, პატივი სცეს, მათ შორის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას"

12 იანვარს ბრიუსელში გამართული შეხვედრა რუსეთ-ნატოს საბჭოს პირველი სხდომაა 2019 წლის შემდეგ. მოლაპარაკებებზე დაგეგმილი იყო რუსეთის მიერ „უსაფრთხოების გარანტიების“ თაობაზე ახლახან წამოყენებული მოთხოვნების განხილვა. მოსკოვი უპირველეს ყოვლისა მოითხოვს, რომ არ მოხდეს ნატოს შემდგომი გაფართოება აღმოსავლეთით, რათა ორგანიზაციამ არ მიიღოს საკუთარ რიგებში ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები, პირველ რიგში - უკრაინა და საქართველო.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები