Accentnews.ge
თურქეთში აფხაზური ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების საკითხში გაუგებრობაა

თურქეთში აფხაზური ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების საკითხში გაუგებრობაა

23/08/2019 18:04:42 კონფლიქტები, პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

თურქეთში აფხაზური “საპრეზიდენტო არჩევნების” ჩატარების საკითხში გაუგებრობაა: 25 აგვისტოსთვის დაგეგმილ “არჩევნებამდე” ორი დღით ადრე სოხუმში შეიტყვეს, რომ თურქეთში კენჭისყრა არ ჩატარდება. ამის შესახებ, კერძოდ, “თურქეთში აფხაზეთის რესპუბლიკის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა” ვადიმ ხარაზიამ განაცხადა.

“ცსკ-ს მივმართე თხოვნით, არჩევნები სტამბოლიდან საქარიაში გადაეტანა, სადაც მრავალრიცხოვანი აფხაზური დიასპორა სახლობს, თუმცა ვინაიდანპასუხიმხოლოდ 22 აგვისტოს მივიღე, სტამბოლში საარჩევნო უბნის ორგანიზება ვეღარ ესწრება” - განმარტა მან.

თავის მხრივ, დე ფაქტო ცსკ-ის თავმჯდომარემ თამაზ გოგიამ ესინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ სტამბოლში “არჩევნების” ჩასატარებლად ყველაფერი მზად აქვთ და 500 ბიულეტენიც ჩატანილია:

«იქ არის ჩვენი წარმომადგენელი, ჩვენ ჩავდეთ სახელმწიფო სახსრები, ბიულეტენები, ბეჭდები, ყველაფერი, რაც აუცილებელია კენჭისყრის ორგანიზებისა და ჩატარებისთვის. მეტიც, დამტკიცდა საუბნო კომისია, არჩეულია მისი ხელმძღვანელი, მთელი ატრიბუტიკა მათ ხელთ აქვთ. ასე, რომ  თურქეთში არჩევნები შეიძლება, მხოლოდ ამომრჩევლის არგამოცხადების შემთხვევაში ჩაიშალოს. ჩვენ ამას იმთავითვე ვითვალისწინებთ ხოლმე და არანაირ სიებს წინასწარ არ ვადგენთ. იქ მხოლოდ დამატებითი სიები აქვთ. ამდენად, უცხოეთის უბნების შედეგები ზოგად აქტივობაზე გავლენას არ ახდენს».

ცნობისთვის: დე ფაქტო დეპუტატების ნაწილი მანამდე მოითხოვდა, რომ თურქეთში “არჩევნები” არ ჩატარებულიყო.

ერთი საინტერესო დეტალი: ინფორმაცია იმის  შესახებ, რომ თურქეთში აფხაზური დე ფაქტო არჩევნები არ ჩატარდება, მალევე გაჩნდა მას შემდეგ, რაც აფხაზეთში ვიზიტად თურქი მეწარმეების დელეგაცია ჩავიდა. დე ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბასთან შეხვედრის შემდეგ უცხოელმა ბიზნესმენებმა თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვეს. ხაჯიმბამ, თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა თურქ მეწარმეებს, რომლებიც დსთ-ის ქვეყნების მხრიდან ომის შემდგომი ბლოკადის პირობებში  აფხაზეთს საზღვაო გზით საწვავს, სამშენებლო მასალებს, სურსათსა და პირველადი საჭიროების ნივთებს აწვდიდნენ.

«მაშინ გადარჩენის რეჟიმში გვიწევდა ყოფნა, მაგრამ ამჟამად იგივე გზისა და ხსენებული უპირატესობების გამოყენებით შეგვიძლია, გავიდეთ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების უფრო მაღალ ეტაპზე», - განაცხადა რაულ ხაჯიმბამ.

«ვისურვებდით, რომ აფხაზეთსა და თურქეთს შორის კავშირი მალე აღდგეს და თურქეთმა აფხაზეთი აღიაროს», – ასე გამოხატა თურქული დელეგაციის პოზიცია მისმა ხელმძღვანელმა ჰუმეინ თუგაი შჩენმა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თურქეთი აფხაზური ე.წ. არჩევნებისთვის უკანონო საარჩევნო უბნის გახსნის ნებართვას არ გასცემს. 

"ვფლობთ ინფორმაციას აფხაზურ მედიაში გამოქვეყნებულ პუბლიკაციაზე, რომლის მიხედვითაც აგვისტოში აფხაზეთში დაგეგმილი ე.წ. არჩევნებისთვის თითქოს იგეგმება საარჩევნო უბნის სტამბოლში გახსნა. თურქეთთან ჩვენ მეგობრული და პარტნიორილი ურთიერთობები გვაკავშირებს; გვაქვს კომუნიკაცია, რომლის თანახმადაც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემისა და მხარდაჭერის გათვალისწინებით, თურქეთი უკანონო საარჩევნო უბნის გახსნის ნებართვას არ გასცემს” - განუცხადეს "აქცენტს" საგარეო უწყებაში. 


ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S