Accentnews.ge
მარჯანიშვილის თეატრი: "ჭოლა, როგორც აქამდე, ახლაც მიიღებს მონაწილეობას კონკურსში"

მარჯანიშვილის თეატრი: "ჭოლა, როგორც აქამდე, ახლაც მიიღებს მონაწილეობას კონკურსში"

14/01/2022 09:28:13 საზოგადოება

მარჯანიშვილის თეატრის განცხადებით, ინფორმაცია, რომ ლევან წულაძე გათავისუფლებულია თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციიდან, სიმართლეს არ შეესაბამება.

როგორც თეატრის განცხადებაში ვკიხულობთ, წულაძეს გაუვიდა სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციის ხელშეკრულებით განსაზღვრული ოთხ წლიანი ვადა.

"თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციაზე გამოცხადდება კონკურსი.

ასეთი კონკურსი ტარდება 4 წელიწადში ერთხელ. ლევან წულაძეს მიღებული აქვს მონაწილეობა კონკურსებში აქამდე რამდენიმეჯერ.

ასეთივე კონკურსია გამოცხადებული საქართველოს თითქმის ყველა თეატრში.

ჭოლა, როგორც აქამდე, ახლაც მიიღებს მონაწილეობას კონკურსში". - ნათქვამია თეატრის განცხადებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S