Accentnews.ge
კოვიდინფიცირებულების რეგისტრაციის ვებ-გვერდი ამოქმედდა

კოვიდინფიცირებულების რეგისტრაციის ვებ-გვერდი ამოქმედდა

14/01/2022 10:18:36 საზოგადოება

თუ დაგიდასტურდათ COVID-19 შესაძლებლობა გაქვთ, 112-ში სატელეფონო კონსულტაციის ნაცვლად პორტალზე დარეგისტრირდეთ - https://er.moh.gov.ge/. ინფორმაციას ახალი პორტალის შესახებ ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, მიღებული ინფორმაცია 112-ის მიერ დამუშავდება და შემდგომი მონიტორინგისათვის გადაეცემა ოჯახის ექიმს.

პორტალი, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის „112“-ისა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავდა.

საქართველოში ბოლო ოთხი დღეა ისევ 5000-ს აჭარბებს კორონავირუსით ინფიცირების ყოველდღიური, ტესტირებით დადასტურებული შემთხვევების რიცხვი.

გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 36 პაციენტი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S