
აშშ-ის საელჩო საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს ულოცავს
14/01/2022 10:20:29 საზოგადოება
აშშ-ის საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს ფეისბუკის გვერდზე და საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს ულოცავს.
„გილოცავთ სახელმწიფო დროშის დღეს! 2021 წელი თქვენი თვალისმომჭრელი დროშის ისტორიისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, ვინაიდან ახლად აღმოჩენილი სპილენძის მონეტის წყალობით მისი დაკავშირება მეფე დავით აღმაშენებელთან (XII ს.) მოხდა. ეს სიმბოლიკა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო მრავალი საუკუნეა რაც ერთი მთლიანი ევროპული ოჯახის ნაწილია“,- წერს აშშ-ის საელჩო.
14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა. მის აღსანიშნავად სახელმწიფო დაწესებულებებსა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე საგანგებოდ გამოფენენ საქართველოს ეროვნულ დროშებს.
საქართველოს პარლამენტმა 2004 წლის 14 იანვარს მიიღო ორგანული კანონი სახელმწიფო დროშის შესახებ. 14 იანვარი, როგორც სახელმწიფო დროშის დღე 2012 წლიდან აღინიშნება.
დავით აღმაშენებლის პერიოდის ისტორიული, ორიგინალი მონეტა გასული წლის დეკემბერში უნებართვო არქეოლოგიური სამუშაოების დროს აღმოაჩინეს.