სამეფო სახლი "ჩავუხტეთ მუხრან ბატონსასთან" დაკავშირებით სააკაშვილს მიმართავს

14-01-2022 16:45:00 საზოგადოება

ბაგრატიონ მუხრანელთა სამეფო სახლი აცხადებს, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ფრაზა "ჩავუხტეთ მუხრან ბატონსა" მათთან მიმართებით სიძულვილის კონტექსტში გამოიყენა.

"ბაგრატიონ მუხრანელთა საქართველოს სამეფო სახლი, თხოვნით მიმართავს საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც ამა წლის 13 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოსვლისას ცნობილი ქართული სიმღერის "ჩაკრულოს" ტექსტი "ჩავუხტეთ მუხრან ბატონსა" გამოიყენა საქართველოს სამეფო სახლთან მიმართებაში სიძულვილის კონტექსტში.

1512 წლიდან დღემდე 30 პირი ატარებდა მუხრანბატონის წოდებას და დღეს ამ წოდების მატარებელია დავით ბაგრატიონ მუხრან-ბატონი, როგორც საქართველოს სამეფო სახლის მეთაური. თხოვნით მივმართავთ ყველას, არ გამოიყენოს ეს ტიტული დღევანდელი დისკუსიის ჭრილში", - წერია განცხადებაში.

13 იანვრის სასამართლო სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას სააკაშვილმა განაცხადა:

"ჩავუხტი მუხრან-ბატონს, ამაზე მეტი გარემოება რა გინდათ, ჩამოვუხტი. ჩამოვუხტეთ მუხრან-ბატონსა. გავიმარჯვებთ, რადგან ჩვენ არ ვიმსახურებთ კორუფციას, დამცირებას, დაცინვას, კრიმინალების თარეშს და უპერსპექტივობას".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები