ყინვა, ძლიერი თოვა, ქარბუქი და ლიპყინული გზებზე - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

14-01-2022 17:00:05 საზოგადოება

გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 იანვრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება ამინდის არახელსაყრელი პირობები: დროგამოშვებით ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება, ძლიერი ქარი, მთაში და მაღალმთაში ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, მთიან რეგიონებში ზვავსაშიშროება.

საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.

აღმოსავლეთ საქართველოში დღეს, 14 იანვარს, +3 გრადუსია, ხვალ დღის განმავლობაში +4 გრადუსი, ღამე კი -8 გრადუსი იქნება. აღმოსავლეთის მთიან რეგიონებში ღამე -13-15 გრადუსი იქნება, მაღალმთიანში კი, -15 გრადუსი იქნება ღამის განმავლობაში.

რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, დღეს ტემპერატურა +5 გრადუსია, ხვალ დღის განმავლობაში +7, ღამე კი -3 გრადუსი. დასავლეთის მთიან რეგიონებში ღამე -10 გრადუსია მოსალოდნელი, მაღალმთიანში კი -16.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები