Accentnews.ge
ვის რამდენი დღით მოუწევს კარანტინში ყოფნა – ვადები იცვლება

ვის რამდენი დღით მოუწევს კარანტინში ყოფნა – ვადები იცვლება

14/01/2022 14:05:24 საზოგადოება

საქართველოში გარკვეული კატეგორიისთვის იზოლაციისა და კარანტინისთვის დაწესებული ვადები მცირდება და ახალი წესი ძალაში 17 იანვრიდან შევა.

კერძოდ, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განმარტებით, ვადები შემდეგნაირად განისაზღვრა:

  • ასიმპტომური, მსუბუქი შემთხვევებისთვის კარანტინისთვის დაწესებული ვადები იქნება რვა დღე. ამასთან, სიმპტომების ალაგებიდან უნდა იყოს გასული სულ მცირე 24 საათი და იზოლაციის დასრულებიდან მომდევნო ხუთი დღის განმავლობაში მკაცრად რეკომენდებულია ნიღბის ტარება.
  • საშუალოდ და მძიმედ მიმდინარე შემთხვევებისთვის იზოლაციის ვადა არის სულ მცირე 10 დღე და სახეზე უნდა იყოს სიმპტომების მკვეთრი გაუმჯობესების დინამიკა უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში. ამ შემთხვევაშიც იზოლაციის დასრულებიდან მომდევნო ხუთი დღე მკაცრად რეკომენდებულია ნიღბის ტარება.
  • კონტაქტების შემთხვევაშიც მსუბუქდება იზოლაციის ვადები: თუ კონტაქტი არის ვაქცინირებული, მათ შორის ბუსტერით ან მიღებული აქვს მხოლოდ პირველი ორი დოზა, ამ დოზების მიღებიდან 90 დღის ვადაში მათ კარანტინის ვადა ეხსნებათ.
  • ასევე პირებს, კოვიდინფექციის განდატანიდან 60 დღის მანძილზე ნიღბის მოხმარების მკაცრი რეკომენდაციის პირობებში, კონტაქტიდან 10 დღის შემდეგ შეუძლიათ კარანტინის დატოვება.
  • რაც შეეხებათ არავაქცინირებულ პირებს, რჩება რეკომენდაცია, რომ კონტაქტის შემდეგ რვა დღის განმავლობაში უნდა დარჩნენ კარანტინში და 9-12 დღის განმავლობაში უნდა გამოიყენონ პირბადე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S