აშშ: "რუსეთი ამზადებს პროვოკაციას, რათა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრისთვის საბაბი შექმნას"

15-01-2022 00:57:33 მსოფლიო

აშშ ფლობს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, რუსეთი ამზადებს პროვოკაციას ოპერატიული საქმიანობისთვის სპეციალურად გაწვრთნილი სამხედროებით, რათა შექმნას საბაბი უკრაინის ტერიტორიაზე სრულმასშტაბიანი შეჭრისთვის,– იუწყება CNN აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლებზე დაყრდნობით.

მოგვიანებით ინფორმაცია ბრიფინგზე თეთრი სახლი პრესმდივანმა ჯენ საკიმ დაადასტურა.

მისი თქმით, ვაშინგტონს მოეპოვება მტკიცებულება, რომ რუსეთის მიერ ქალაქის პირობებში საბრძოლო მოქმედებებისათვის სპეციალურად გაწვრთნილი მებრძოლები, რომლებიც ასევე ფლობენ ასაფეთქებელი ნივთიერებების გამოყენების ხელოვნებას, ამზადებენ პროვოკაციებს დონბასში მოქმედი პრორუსული ძალების წინააღმდეგ.

თეთრი სახლის პრესმდივანმა ასევე აღნიშნა, რომ ამერიკული დაზვერვის თანახმად, პროვოკაციები შესაძლოა, დაიწყოს სამხედრო მოქმედების დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე. ხოლო თავად რუსეთის სამხედრო შეჭრა სავარაუდოდ უახლოეს თვეშია მოსალოდნელი.

წინა დღით გამართულ ბრიფინგზე, ეროვნული უშიშროების საკითხებში აშშ-ის მთავრობის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა ასევე მიანიშნა რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი სამხედრო პროვოკაციის შესახებ:

„ჩვენი დაზვერვა სწავლობს ინფორმაციას, რომ რუსეთის ამზადებს საფუძველს, რათა შეიქმნას ყალბი საბაბი უკრაინაში შეჭრისთვის“, - განაცხადა სალივანმა და დასძინა, რომ მსგავსი სცენარი 2014 წელს უკვე შეინიშნებოდა.

რუსეთი კვლავინდებურად უარყოფს უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის სამზადისს და კოლექტიური დასავლეთისკენ წერილობით ითხოვს უსაფრთხოების გარანტიებს, რომელიც ფაქტობრივად პოსტსაბჭოთა სივრცის რუსული გავლენის სფეროდ აღიარებას გულისხმობ. 14 იანვარს გამართულ ბრიფინგზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ უსაფრთხოების გარანტიების თაობაზე ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს გამოქვეყნებული წინადადებებზე პასუხს დასავლელი პარტნიორებისგან მოსკოვს ერთი კვირის განმავლობაში დაელოდება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები